ამირან სალუქვაძე: ავტობანის ხაშურის შემოვლითი 15 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა (ციკლიდან „დაპაუზებული” საქართველო)

„ვინც წელს ან შარშან რიკოთზე გაიარა, ნახავდით, რომ მთლიან მონაკვეთზე მიდის საგზაო-სამშენებლო სამუშაოები. წელს ტემპებს საგრძნობლად მოუმატეს. წარმოიდგინეთ, 56 გვირაბი და 94 ხიდი შენდება”, – ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ხაშურის შემოვლითი გზის გახსნას.

მისი თქმით, ოთხზოლიანი ახალი გზა მგზავრებს საცობებს აარიდებს და ხაშურის მონაკვეთის გავლა შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი:

„ავტობანის ხაშურის შემოვლითი 15 კმ-ანი მონაკვეთი გაიხსნა (ციკლიდან „დაპაუზებული” საქართველო). მხოლოდ წელს ავტობანის სიგრძე 46 კმ-თ გაიზარდა. გაისად დაემატება ბათუმის შემოვლითი გზა, სამტრედია-გრიგოლეთის კიდევ ერთი მონაკვეთი. ერთი უკვე გაიხსნა წელს და ვიმგზავრე. მშვენიერია. ვინც წელს ან შარშან რიკოთზე გაიარა, ნახავდით, რომ მთლიან მონაკვეთზე მიდის საგზაო-სამშენებლო სამუშაოები. წელს ტემპებს საგრძნობლად მოუმატეს. წარმოიდგინეთ, 56 გვირაბი და 94 ხიდი შენდება.

რაც შეეხება ხაშურის შემოვლით გზას, ბოლო პერიოდის მანძილზე ხაშურის შესასვლელთან მუდმივად იყო საცობები, რადგან სწრაფმავალი ავტობანის შემდეგ ხაშურის წრე ბუნებრივად იწვევდა ავტომანქანების ნაკადების თავმოყრას. შემოვლითი გზა, იმის მიუხედავად, რომ ამ ეტაპზე 15-დან 13,5 კმ იმოქმედებს სრულად, ანუ 4 ზოლით, ხოლო 1,4 კმ 2 ზოლით, ამ საცობებს აგვარიდებს და შეუფერხებლად გავივლით ხაშურის მონაკვეთს.

ასევე იხილეთ წინა პოსტი: 109-ე. შპს „ჩირინა”, კომენტარებში იპოვით 100-ზე მეტი საწარმოს ბმულს, 700-ზე მეტი საწარმოს სიას”, – აღნიშნავს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები