ვლადმერ ბოჟაძე: ხაშურის შემოვლითი გზა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ერთ-ერთია, რომლის მშენებლობაც პანდემიის დროსაც კი არ შეჩერებულა

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე ხაშურის შემოვლითი გზის გახსნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, ხაშურის 13 კილომეტრიანი ოთხზოლიანი გზის მშენებლობა პანდემიის დროსაც არ შეჩერებულა და ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პროექტია.

„ძალიან გაგვიმართლა ყველას ვინც ახლაც დასავლეთ საქართველოში ვართ, უკან ახლად გახსნილი ხაშურის შემოვლითი გზით დავბრუნდებით. 13 კმ ოთხზოლიანი გზა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ერთ-ერთია, რომლის მშენებლობაც პანდემიის დროსაც კი არ შეჩერებულა. ეს გზა თავად ხაშურისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქალაქში აიკრძალება სატრანზიტო მოძრაობა, აღარ იქნება საცობები და მკვეთრად გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა”, – აღნიშნავს ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები