ბათუმში გუშინ მომხდარი ავარიისას დაშავებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

 

გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პაციენტი ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან დღეს გაეწერება.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულს , სამედიცინო დაწესებულებაში ,,რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, რომ პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მას სხეულის მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს პაციენტები ტურისტები არიან, რეფერალურ საავადმყოფოში უარყოფენ.

შემთხვევა გუშინ, 21 აგვისტოს, ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები