საოკუპაციო რეჟიმმა ხვიჩა მღებრიშვილს სამი თვით პატიმრობა შეუფარდა
ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ხვიჩა მღებრიშვილს სამი თვით პატიმრობა შეუფარდეს.
ხვიჩა მღებრიშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.
ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან დააკავეს. სეპარატისტული რეჟიმი საქართველოს მოქალაქეს ე.წ სასაზღვრო ზოლის უკანონოდ გადაკვეთას და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიაზე ,,წითელ წიგნში ” შეყვანილი იშვიათი სახეობის ფრინველების მოპოვების მცდელობას ედავება.