ნათია თურნავა: თუ ეპიდვითარება მოგვცემს საშუალებას, რომ დავამატოთ რეგულარული ფრენები არსებული მიმართულებით, ჩვენ ამას გავაკეთებთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რეგულარული ფრენებისა და არსებული მიმართულებების სიხშირის გაზრდა ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.
მისივე თქმით, ქვეყნებში, სადაც ფრენები ხორციელდება, საქართველოს ხელისუფლება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას აკვირდება, ვითარების გაუარესების შემთხვევაში კი, ადეკვატურ ზომებს მიიღებს.
“ფრენები არის ოპტიმალური რაოდენობის. თუ ეპიდვითარება მოგვცემს საშუალებას, რომ დავამატოთ რეგულარული ფრენები არსებული მიმართულებით, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ასევე, ყურადღებით ვართ, რომ ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში, საიდანაც ფრენები ხორციელდება, თუ რაიმე გაუარესდა, მზად ვართ, რომ მივიღოთ ადეკვატური ზომები და დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, რაც უპირატესია“,- განაცხადა თურნავამ.