ხვალ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მოსახლეობას ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის და მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს.
“21 აგვისტოს, 13:45 საათზე, თეთრიწყაროში, მმართველი პარტია მოსახლეობას ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გოგი მეშველიანს წარუდგენს.
წარდგენას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.
17:00 საათზე, მარნეულში, „ქართული ოცნება” მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზაურ დარგალს წარადგენს.
19:00 საათზე, მმართველი პარტია ზაურ დარგალს გარდაბნის მოსახლეობას წარუდგენს”,-აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.