უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ანდრი ტარანმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. გმირთა მოედანზე იმყოფებოდა ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გმირთა მოედანზე გამგზავრებამდე ანდრი ტარანს ქართველმა კოლეგამ, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საერთო გამოწვევები და სტრატეგიული მიზნები მიმოიხილეს და უწყებებს შორის 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები