ეკატერინე ტიკარაძე: ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია საყურადღებოა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია საყურადღებოა.

„დღესდღეობით საკმაოდ კარგად განვითარებული შიდა ტურიზმი გვაქვს და შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაკადი არის ზღვისპირეთში. აუცილებელია, რომ ეს გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ არ მოხდეს ლოკალურად ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება და აჭარა და გურია არ მოხვდეს რეგიონების იმ ჩამონათვალში, რომლების ჩაკეტვაც მოხდა.
სწორედ, ზღვისპირეთში ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბარ-რესტორნების და სასტუმროების მომსახურე პერსონალს ჩაუტარდეს ტესტირება. სიტუაცია საყურადღებოა”,-აღნიშნა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები