დავით მათიკაშვილი: მართლმსაჯულების აღსრულებას ვერ ასცდება ვერავინ და მიხეილ სააკაშვილიც აუცილებლად აგებს პასუხს ქართველი ხალხის წინაშე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი “ფეისბუქზე” პოსტს აქვეყნებს და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამს ეხმაურება.

„სააკაშვილი მერამდენედ ამტკიცებს, რომ სრულიად დეგრადირებული პიროვნებაა: გენდერული თავდასხმის მიღმა რამხელა სიძულვილი და ბოღმა ამოძრავებს ამ ადამიანს ჩანს ყველგან და ყველაფერში. სიტყვა “მახინჯის” მნიშვნელობა რომ იცოდეს მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ ერს და ქვეყანას ბოდიშს მოუხდიდა იმ მართლაც მახინჯი და კრიმინალური მმართველობისთვის, რითაც 9 წლის განმავლობაში თავი დაამახსოვრა სრულიად საქართველოს.

მართლმსაჯულების აღსრულებას ვერ ასცდება ვერავინ და მიხეილ სააკაშვილიც აუცილებლად აგებს პასუხს ქართველი ხალხის წინაშე!!!”,-წერს დავით მათიკაშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრზე, თეა წულუკიანზე სოციალურ ქსელში დაწერა – “ეს მახინჯი საქართველოს გამტყუნებაზე ოცნებობს და ჩალიჩობს”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები