“კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით „პატრიოტთა ალიანსთან” და „ევროპულ საქართველოსთან” შესაძლო თანამშრომლობა მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებაა და არა გუნდის”

„კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით „პატრიოტთა ალიანსთან” და „ევროპულ საქართველოსთან” შესაძლო თანამშრომლობა მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება და არა გუნდის” – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, რევაზ არველაძემ განაცხადა.
როგორც რევაზ არველაძე აღნიშნავს, ისე დაიწერა, თითქოს ეს მმართველი გუნდის აზრია და გუნდთან ეს საკითხი არ განუხილავს.
“გუნდთან ეს საკითხები მე არც კი განმიხილავს. ვფიქრობ, „ქართული ოცნება” ისე გაიმარჯვებს, რომ მას კოალიციური მთავრობის შექმნა არ დასჭირდება, თვითონ შექმნის მას. კითხვა იყო ასე დასმული, თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ „ქართულ ოცნებას” პარლამენტში საკმარისი რაოდენობა არ ეყოლება მთავრობის შესაქმნელად, არჩევნებში კი გავლენ ისეთი ძლიერი პარტიები, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა”, „ლელო”, „ევროპული საქართველო”, ვისთან ერთად მიმაჩნია მე კოალიციური მთავრობა. პირადად მე მგონია, რომ კოალიციურ მთავრობაზე შეიძლება დაელაპარაკო „პატრიოტთა ალიანსს”, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას” და „ლელოს” არა. საუბარი შეიძლება კიდევ, „ევროპულ საქართველოსთან”, რადგან ვფიქრობ, ისინი თითქოს ნორმალურად მსჯელობენ. თუმცა, ეს არის მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება”,- აცხადებს რევაზ არველაძე.
არველაძე დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება” ისე გაიმარჯვებს, რომ მთავრობას თვითონ დააკომპლექტებს.
​დეპუტატი „ნაციონალურ მოძრაობასთან” და „ლელოსთან” კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმებას გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები