ირაკლი ოქრუაშვილი: ჩემთვის ასეა ცხოვრება – რაც მეტია სირთულე, მით უფრო საინტერესოა მათი გადალახვა

“მივიღე გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავი ყველაზე რთულ ადგილას. ჩემთვის ასეა ცხოვრება – რაც მეტია სირთულე, მით უფრო საინტერესოა მათი გადალახვა”,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ორ ოლქში – დიდუბე-ჩუღურეთსა და საბურთალოზე ოპოზიცია შეთანხმებულიყო და სახელისუფლებო მედიას და პარტიას შეეწყვიტა ქილიკი, რასაც ისინი ორი თვის განმავლობაში აგრძელებდნენ, რომ თითქოს ოპოზიციას არ შესწევს იმის ძალა და უნარი, სრულფასოვნად შეთანხმდეს თბილისის ოლქებზე.
ეს შეთანხმება შედგა. ჩემთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა და პატივი, რომ ოპოზიციური თანხმობით ვიქნები დასახელებული საბურთალოს ოლქში. სხვადასხვა შემოთავაზებები იყო ამ ორი თვის განმავლობაში“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის ” ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები