კელი დეგნანი: აშშ თვლის, რომ ბელარუსში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდა

“აშშ თვლის, რომ ბელარუსში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდა”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსის სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

„ამერიკის შეერთებული შტატები თვლის, რომ ბელარუსში არ ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს მისცენ საშუალება გამოხატონ საკუთარი პროტესტი.  ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ბელარუსის სუვერენიტეტს და ვთვლით, რომ ხელისუფლება ამომრჩევლებს და მშვიდობიან დემონსტრანტებს პატივისცემით უნდა მოექცეს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. რის შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები