თბილისში მამაკაცი მოკლეს
თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
როგორც “კვირას“ შსს-ში განუცხადეს დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია.
„გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც დანაშაულისთვის 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების მიერ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია“, – განაცხადეს უწყებაში.