ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა

ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.

როგორც “კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ავარიის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. მათივე ცნობით, გარდაცვლილებს შორის 2 არასრულწლოვანია.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები