თამარ გაბუნია: ჩვენი ეპიდემიური სიტუაციისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დროულ რეაგირებასა და თითოეული შემთხვევის ადრეულ გამოვლენას

“ქვეყანაში არსებული სურათი საყურადღებოა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ შემთხვების გარკვეული მერყეობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვირუსი ცირკულირებს და რჩება ჩვენთან ერთად”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ შემთხვევების რაოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია, მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.

„სხვა ქვეყნებსა და ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან შედარებითაც საქართველო კვლავ რჩება “მწვანე ზონად”. შემთხვევების მატება და დღიური მერყეობა მნიშვნელოვნად დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით, თუმცა ჩვენი ეპიდემიური სიტუაციისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დროულ რეაგირებასა და თითოეული შემთხვევის ადრეულ გამოვლენას, მასთან დაკავშირებულ კონტაქტების შესაწავლას ტესტირების საშუალებით და შესაბამის რეაგირებას. მხოლოდ ეს მოგვცემს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რომელიც აქამდე მოვიტანეთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები