UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველოში: გაერო-ს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს სკოლების უსაფრთხო გახსნას როგორც მთელს მსოფლიოში, ისე – საქართველოში
გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება 15 სექტემბერს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა.
„გაერო-ს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან იმისათვის, რომ 15 სექტემბერს სკოლები უსაფრთხოდ გაიხსნას, ყველა ბავშვმა ისარგებლოს განათლების უფლებით და სწავლა განახლდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.
გაერო-ს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს სკოლების უსაფრთხო გახსნას როგორც მთელს მსოფლიოში, ისე – საქართველოში. არ არსებობს მტკიცებულება, რომ დაავადების გადადების სიხშირე კავშირშია სკოლების გახსნასთან ან მათ დახურვასთან. სამაგიეროდ, არის უამრავი მტკიცებულება იმ უარყოფით გავლენაზე, რაც სკოლების დახურვას აქვს ბავშვებზე”, – აღნიშნა ღასან ხალილმა.