სომხეთში კორონავირუსის 276 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებულთა რიცხვი 41 299-მდე გაიზარდა, ბოლო ერთ დღეში 276 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება, ქვეყნის მთავრობა პერიოდულად მოუწოდებს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან საჭირო ნორმები ეპიდემიისგან თავის დასაცავად.

რესპუბლიკაში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედეგად, სულ 814 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 – გასული დღე-ღამის განმავლობაში.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 34 164-ს შეადგენს, მკურნალობას 6079 ადამიანი გადის. დღეის მდგომარეობით, ტესტირება სულ 18 1962-მა ადამიანმა გაიარა.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 11 სექტემბრამდე გახანგრძლივდა, რომელიც პირველად მარტში იყო დაწესებული. ქვეყანაში აკრძალულია შეკრებები და მიტინგები, პირბადის ტარება კი სავალდებულოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები