ადვოკატი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რაც დაადასტურებს შაქარაშვილის მკვლელობასთან რევაზიშვილის შემხებლობას

“სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ნიკა რევაზიშვილის მხრიდან რომელიმე დანაშაულის, მით უფრო, განზრახ მკვლელობის ჩადენას”, – ამის შესახებ მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა, შოთა კახიძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს სასამართლო განიხილავს, თუ როდის უნდა გაიმართოს წინასასამართლო სხდომა.
„ვაპირებთ, სასამართლოს ვესაუბროთ იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ნიკა რევაზიშვილის მხრიდან რომელიმე დანაშაულის, მით უფრო, განზრახ მკვლელობის ჩადენას. ჩვენი პოზიცია გახლავთ უცვლელი, რომ ბრალდებას არ გააჩნია არანაირი მტკიცებულებითი საფუძველი. საქმის ახალ მასალებს გავეცანი, თუმცა არცერთი მტკიცებულება არ არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილს გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტთან რაიმე სახის შემხებლობა გააჩნია”, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.
შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები