ხობში სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – „ცოტნე დადიანის ეპოქა“ გაიმართა

12 აგვისტოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან (ჭუაძე), სურამისა და ხაშურის მიტროპოლიტ სვიმეონთან (ცაკაშვილი) და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, საკათალიკოსო სასახლეში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია  თემაზე – „ცოტნე დადიანის ეპოქა“ (მომხსენებლები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი – რევაზ პაპუაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი იგორ კეკელია და ისტორიკოსი გოგიტა ჩიტაია).
„ცოტნეობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, მეუფეებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია, გიგა ბუკია და ირაკლი ხახუბია, სახელმწიფო რწმუნებულის
მოადგილე ლუდუკი ხასია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე – მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები