პაატა იმნაძე: ყაზბეგის რაიონში, ძირითადად, მაღალი რისკის მქონე პროფესიული ჯგუფია ინფიცირებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ყაზბეგის რაიონი მესტიისგან იმით განსხვავდება, რომ მაღალი რისკის მქონე პროფესიული ჯგუფია ძირითადად ინფიცირებული.

მისივე თქმით, 110-ზე მეტი ტრაილერის მძღოლია გამოვლენილი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ყაზბეგის რაიონში განსხვავება რა არის – მაღალი რისკის მქონე პროფესიული ჯგუფია ძირითადად ინფიცირებული, რომელთაც ყოველდღიურად აქვთ შეხება ზოგჯერ ერთეულ და ზოგჯერ – ათეულ ინფიცირებულთან, როდესაც შემოდიან ქვეყანაში. მოგეხსენებათ, 110-ზე მეტი ტრაილერის მძღოლი არის გამოვლენილი ინფიცირებული. მათი უმრავლესობის ტესტირება ხდება საზღვარზე.

გარდა ამისა,  ჩვენი უამრავი  მოქალაქე ბრუნდება რუსეთიდან, ზაფხულია და მათ შორის არის საკმაოდ ბევრი ინფიცირებული, რომელიც საკარანტინოლე ზონებში გადადის. ყველა ეს ადამიანი გაივლის ამ მესაზღვრეებს, გასაგებია, რომ პროფესიული რისკი მათ აქვთ მაღალი. ამიტომ, ეს არის განსხვავება მესტიასა და ყაზბეგს შორის“, – განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები