ამირან გამყრელიძე: არ გვინდა ჯერ 300-500-კაციანი ქორწილები და ჭირისუფლები, კოვიდი ჯერ არ დამარცხებულა

ამირან გამყრელიძის თქმით, საზოგადოებაში შეიქმნა ილუზია, რომ კორონავირუსი დამარცხებულია, რაც მცდარია.

მისი თქმით, ჯერ 300-500-კაციანი ქორწილები და ჭირისუფლები არ გვინდა, რადგან კოვიდი ჯერ არ დამარცხებულა.

„არ გვინდა რა ჯერ 300-500-კაციანი ქორწილები და ჭირისუფლები. ყველაფერი მოკრძალებული უნდა იყოს, სანამ პანდემია არის. მსოფლიოში ყოველდღიურად არის ახალი შემთხვევების მატება. შემთხვევათა რაოდენობამ მსოფლიოში 20 მილიონს გადააჭარბა უკვე. საქართველო მსოფლიოს ნაწილია. მარტო საქართველო ვერ დაამარცხებს კოვიდს. ილუზია შეიქმნა, რომ ჩვენ კოვიდი დავამარცხეთ. არა, ბატონო“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მესტიის მუნიციპალიტეტში განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები