ქობულეთში, სოფელ გვარაში პოლიციელზე თავდასხმისა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ქობულეთში, სოფელ გვარაში პოლიციელზე თავდასხმისა და დაჭრის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ნასვამმა მოქალაქემ მსუბუქი ავტომობილით საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კი არ დაემორჩილა და მათ მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა.
გავრცელებული ინფორმაციითვე, ინცინდენტის დროს მოქალაქემ ერთერთი პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა, მეორეს კი ფიზიკურად გაუსწორდა. ორი პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამართალდამცავებმა კლინიკა უკვე დატოვეს.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.