მარტვილში №1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ მარტვილში №1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა – ალექსანდრე გრიგალავამ და მერის მოადგილე  აკაკი ხუნწელიამ დაათვალიერეს.

“პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება კედლებს, იატაკსა და ჭერს. მოეწყობა კიბის მოაჯირები და დამონტაჟდება გათბობის სისტემა.  ასევე, საბავშვო ბაღის ეზოში მოეწყობა ღია სცენა.

პროექტის ღირებულება 150 685 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ი.მ. გივი ცაავა ასრულებს.

ქალაქ მარტვილში №1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები