ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა სამხედრო მედიცინის დღე აღნიშნა (ვიდეო)

 

“ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა სამხედრო მედიცინის დღე აღნიშნა”, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამხედრო ექიმების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით მე-13 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა და სამედიცინო ოცეულმა იმიტირებული სწავლება ჩაატარეს.

“ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა პირობითად დაშავებულის ევაკუაცია მოახდინეს და სწრაფი რეაგირების, ასევე, უსაფრთხოების სხვა ელემენტების შესრულება უზრუნველყვეს.

სწავლება ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა და მის მიზანს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, სამედიცინო ევაკუაციისთვის მოხსენების მომზადება და მისი გადაცემა წარმოადგენდა.

სწავლების დასრულების შემდეგ, I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეთაურმა, ვიცეპოლკოვნიკმა, ვლადიმერ ნათენაძემ და საზღვაო ქვეითების საქართველოს მეკავშირეთა ჯგუფის უფროსმა, ვიცეპოლკოვნიკმა სიინ ბრედლიმ ბატალიონის სამედიცინო ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის „ მისიას 7 თვის განმავლობაში შეასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები