თამარ ბაჩალიაშვილის დედა: FBI თუკი ჩამოვა და იტყვის, რომ ჩემმა შვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ამ შემთხვევაში, დავიჯერებ
“FBI თუკი ჩამოვა და იტყვის, რომ ჩემმა შვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ამ შემთხვევაში, დავიჯერებ”, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქმეში FBI-ის ჩართვის შესახებ ოჯახმა დაპირება მთავარი პროკურორისგან, ირაკლი შოთაძისგან მიიღო.
“ჩვენ ირაკლი შოთაძისგან მივიღეთ გარანტია, რომ უკვე გაგზავნილია წერილი საქმეში FBI-ის ჩართვასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით შოთაძესთან შეხვედრას აუცილებლად მოვითხოვ. FBI თუკი ჩამოვა და იტყვის, რომ ჩემმა შვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ამ შემთხვევაში, დავიჯერებ”, – აღნიშნა ბაჩალიაშვილის დედამ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამომძიებლები მუშაობენ და თუ საჭირო იქნება, ექსპერტიზის მიმართულებით ფედერალური ბიუროც ჩაერთვება.