ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,  ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი არსებული ამორტიზებული საავტომობილო გზა, გზის სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი – 6.5 მეტრი.

“პროექტის მიხედვით, იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა

ტობავარჩხილის გზის მოწესრიგება მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მისი ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად, გზის რეაბილიტაციას დაახლოებით 24 თვე დასჭირდება

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელებს, პროექტის ღირებულება 5.9 მილიონი ლარი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები