გიორგი გახარია: საარჩევნო კამპანია იქნება ორიენტირებული მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმის დასრულებასა და ახალი საქმეების დაწყებაზე

“საარჩევნო კამპანია იქნება ორიენტირებული მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური, მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმის დასრულებაზე და ახალი საქმეების დაწყებაზე”, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად პოზიტიურად შეიძლება იქნას მიჩნეული მმართველი ძალის საარჩევნო კამპანია.
„ჩვენ კამპანიას ვაგებთ მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე. რა თქმა უნდა, შეუძლებელია წარმატებულიმომავლის მშენებლობა მშვიდობის გარეშე. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აგვისტოს დღეებია და ბატონმა ირაკლიმ თუ რაღაც აქცენტები გააკეთა. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ის არის თავდაცვის მინისტრი და მისთვის ამ მშვიდობის განზომილებას აქვს ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა. მთლიანად კამპანია იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური და მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე, ახალგაზრდობაზე,დაწყებული საქმის დასრულებაზე და ახალი საქმეების დაწყებაზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები