მიხეილ რამიშვილი: გასაკვირია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონზე ლუქი თურმე 24 ივლისს მოხსნილა და ექსპერტიზა დაწყებულა
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა და ოჯახის წევრებმა ექსპერტიზის ბიურო დატოვეს.
როგორც მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონზე ლუქი 24 ივლისს მოიხსნა და ექსპერტიზაც სწორედ ამ დროს დაიწყო.
“დღეს მოვედით მობილური ტელეფონის ექსპერტიზის დასაწყებად, მანამდე, 28 ივლისს ლეპტოპის ექსპერტიზის დასაწყებად ვიყავით. თურმე, მობილურის ექსპერტიზა დაწყებულა 24 ივლისს. დღეს თურმე ეს ექსპერტიზა დასრულდა. ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ რომელ ლუქზეც ხელი მაქვს მოწერილი, რომ არ უნდა გახსნილიყო, მაინც გახსნილა, მაინც ჩატარებულა ექსპერტიზა და ყველაფერი განხორციელებულია. დღეს კლონირება დასრულდა და მობილურის მთელი ინფორმაცია 99 გეგაბაიტია.
პროტესტის ნიშნად, იმ მონაცემებს აღარ გავეცანი. მოვითხოვე, რომ მთელი ეს ინფორმაცია გადაეცეს შსს-ს. ხელმეორედ უკვე სრულად დავალუქინე აღნიშნული ტელეფონი. ხელმეორედ დაველოდები სრულ დასკვნას. მივმართე პროკურორს და ექსპერტებს, რომ ავტომობილზეც აღარ მოხდეს ლუქის ახსნა და ავტომობილს მაინც არ შეეხონ”,-განაცხადა ადვოკატმა.