ტომ ტუგენდჰატი: 12 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა

“12 წლის წინ სწორედ ამ დღეს რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ტომ ტუგენდჰატი სოციალური ქსელის, Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
„ასე შეიქმნა რუსეთის ორი კლიენტი რესპუბლიკა კრემლის კოლონიალისტური კონტროლის წინა ხაზზე. ოკუპაცია გრძელდება“, – წერს ბრიტანელი პოლირიკოსი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები