ნახევრად შიშველმა "ფემენის" აქტივისტებმა ესპანელ კარდინალს საცვლები ესროლეს

   ესპანელი ფემინისტები კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ გამოდიან. მოძრაობა “ფემენი” კათოლიკურ ეკლესიას ახალი კანონპროექტის გამო დაუპირისპირდა. პროექტი, ეკლესიის მხარდაჭერით, ხელისუფლებამ შეიმუშავა. “ფემენის” ნახევრად შიშველი აქტივისტები კარდინალ რუკო ვალერას დაესხნენ თავს და მას საცვლები ესროლეს.
“ფემენის” წევრები ამბობენ, რომ ეკლესიას საზოგადოების სამოქალაქო, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ უნდა ჰქონდეს . მოძრაობის აქტივისტები აცხადებენ, რომ მსგავსი თავდასხმა ყველა იმ სასულიერო პირზე განხორციელდება, რომელიც ეკლესიის გავლენის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში გადატანას შეეცდება. ახალი კანონპროექტი აბორტების აკრძალვას ითვალისწინებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საფრთხე დედის სიცოცხლეს ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები