“სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად, რუსეთის დამქაშებისა და საქართველოს მტრების წინააღმდეგ”

„სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად, ვიბრძოლებ საქართველოსთვის, ვიბრძოლებ ჩვენი ღირსების დასაცავად, ვიბრძოლებ რუსეთის დამქაშებისა და საქართველოს მტრების წინააღმდეგ, სიმართლის მტრების წინააღმდეგ”, – ამის შესახებ უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ჰააგის სასამართლოს შენობასთან განაცხადა.

“ამიტომ, ჩვენი გზა არის სამართლებრივი, ჩვენი გზა არის კანონიერი, ჩვენი გზა არის ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით. მე თვითონ ვარ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. ამ ქალაქში, ჰააგაში ვსწავლობდი, მათ შორის, საერთაშორისო სისხლის სამართალს. ჩემთვის ეს ნაცნობი თემაა და ჩემი კავშირების გამოყენებით, მათ შორის, ძალიან ცნობილი იურისტების საქმეში ჩაბმით, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს და ბოლომდე გავიტანთ.
​ივანიშვილის ხრიკები არ გავა. ის, რაც მათ ჩაიდინეს სიმართლის გაყალბების კუთხით, მან, წულუკიანმა, სუს-ის ხალხმა, ბოლო წლებში რა მანიპულაციებიც ჩაიდინეს გამოძიებასთან დაკავშირებით, ყველაფერში დადგინდება სიმართლე. დადგინდება ის, ვინ არის დაინტერესებული, რომ საქართველო გამტყუნდეს, ვინ არის დაინტერესებული, რომ რუსეთის დავალება შეასრულოს, პუტინ-მედვედევის მაშინდელი დაკვეთა შეასრულოს და საქართველოს ოფიცრები, რომლებიც თავისუფლებას იცავდნენ, გამტყუდნენ. ეს მათ არ გამოუვათ და მე დარწმუნებული ვარ, დამნაშავე დაისჯება, საქართველო აუცილებლად თავისუფალი იქნება.
საქართველოს დღევანდელი მთავრობა საკუთარი ხალხისა და სიმართლის წინააღმდეგ მუშაობს. მერე რა, რომ საქართველოს მთავრობას არ უყვარს მისი წინამორბედი, ქვეყანა და სიმართლე მაინც უნდა უყვარდეს, რომ ეს ყველაფერი ეთქვა. ზურაბიშვილი, ივანიშვილი და წულუკიანი კი ყველაფერს პირიქით ამბობდნენ, პირდაპირ იმეორებდნენ იმას, რაც რუსული ნარატივია. საქართველოს დღევანდელი მთავრობა მუშაობს საქართველოსა და სიმართლის წინააღმდეგ, მუშაობს საკუთარი ხალხის, ჭეშმარიტებისა და სამართლებრივი ნორმების წინააღმდეგ. ამიტომ, არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, რომ ეს ბოლომდე გაიტანონ. ამიტომ მე ვდგავარ აქ და ვიდგები ბოლომდე იმისთვის, რომ სიმართლე იყოს დაცული და საქართველო გამართლებული გამოვიდეს. საქართველო არის ცამდე მართალი, ჩვენი გმირები იყვნენ ცამდე მართლები, ჩვენ ვიცავდით ჩვენს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები