ანდრიუს კუბილიუსი: რუსეთისთვის ერთადერთი ევროპული გზა საქართველოსგან მაგალითის აღებაა, რომელიც სამაგალითოდ წარმატებულია ევროპული რეფორმების განხორციელებაში
ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
როგორც კუბილიუსი წერს, 12 წლის შემდეგაც აგრძელებს რუსეთი საოკუპაციო ძალების გამოყენებით პროვოკაციულ ქმედებებს.
მისი თქმით, იმპერიალისტური რუსეთის ეს გზა განწირულია და მისი ერთადერთი ევროპული გზა არის საქართველოს მაგალითის აღება, რომელიც სამაგალითოდ წარმატებულია ევროპული რეფორმების განხორციელებაში.
„2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსეთი არალეგალურად განლაგებული საოკუპაციო ძალების გამოყენებით პროვოკაციებს აგრძელებს. საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის, მცოცავი ანექსია არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობასა და ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. იმპერიალისტური რუსეთის ეს გზა განწირულია. რუსეთისთვის ერთადერთი ევროპული გზა არის საქართველოს მაგალითის აღება, რომელიც სამაგალითოდ წარმატებულია ევროპული რეფორმების განხორციელებაში. საქართველო სიმამაცით ხვდება გლობალურ ცვლილებებს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში“, – წერს კუბილიუსი.