ეროვნული ბიბლიოთეკა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების ცენტრს ბიბლიოთეკებს მოუწყობს
7 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა – გიორგი კეკელიძემ და ცენტრის დირექტორმა – ავთანდილ მიქანაძემ.
თანამშრომლობის მიზანია: მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა და პენიტენციურ დაწესებულებებში საბიბლიოთეკო მომსახურების გაუმჯობესება, უკვე არსებული ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსება და განახლება, ბიბლიოთეკების ფუნქციონირების გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ჩატარება.