წალენჯიხაში გვიან ღამით დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში გვიან ღამით დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

მედიკოსების თქმით, მას გადაუდებელი სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ცნობისთვის, გუშინ  შუახნის მამაკაცს მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი ჭრილობა მიაყენა. ინციდენტი წარსულში არსებულ დავას უკავშირდება. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები