ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 113-მდე გაიზარდა

ბეირუთის პორტში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 113-მდე გაიზარდა, 4 ათასამდე ადამიანმა სხვადასხვა სახის ჭრილობა და დაზიანება მიიღო.

ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა, ჰამად ჰასანმა განაცხადა.

ძლიერი აფეთქების შედეგად 300 ათასამდე ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა, ზარალი 5 მილიარდ დოლარს აღწევს.

გარდა ამისა, როგორც მანამდე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, შეინიშნება სამედიცინო დახმარების პრობლემა, რადგან ქალაქში 4 საავადმყოფო აფეთქების შედეგად დაინგრა, სხვა კლინიკებში საწოლები აღარ დარჩა.

ლიბანში 5 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა, 2 კვირის გამავლობაში კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი იმოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები