რუსეთში სამხედრო სწავლების დროს ხიდი ჩამოინგრა, 20-მდე სამხედრო დაშავდა
რუსეთში, შორეულ აღმოსავლეთში, ებრაელთა ავტონომიურ ოლქში სამხედრო სწავლების დროს სარკინიგზო ხიდი ჩამოინგრა.
როგორც “ინტერფაქსს” წყარომ განუცხადა, მომხდარის შედეგად 20 სამხედრო დაშავდა, თუმცა, მსხვერპლი არ არის.
მათივე ინფორმაციით, ინციდენტი სმიდოვიჩესკის რაიონში მოხდა, ხიდის კონსტრუქციამ დატვირთვას ვერ გაუძლო და ჩამოინგრა.
დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.
როგორც მედიასაშუალებას სმიდოვიჩესკის რაიონის ხელმძღვანლის პირველმა მოადგილემ, ბორის კოროლიოვმა განუცხადა, სამხედროებს ადმინისტრაციისთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავთ.
“სამხედროები იქ არავის უშვებენ, დამოუკიდებლად უმკლავდებიან, რადგან ჩვენი აგებული არ არის. ჩვენ სასწრაფო და სახანძრო მანქანები გამოვყავით. მათ არ უთხოვიათ, უბრალოდ, რეაგირება მოვახდინეთ”, – განმარტა კოროლიოვმა.