“სამნი&company” – მთელი გადაცემის განმავლობაში გვარამიას შინაური ცხოველი იყო მიშა (ვიდეო)

“ვინ არის “ნაცმოძრაობის” ნამდვილი ლიდერი – მიხეილ სააკაშვილი თუ ნიკა გვარამია”?- ტელეკომპანია “POSTV”-ის გადაცემა “სამნი&company“-ს წამყვანები “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ეთერს განიხილავენ.
გადაცემის წამყვანი და ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი მიიჩნევს, რომ მთელი გადაცემის განმავლობაში რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს მიხეილ სააკაშვილი გვარამიას შინაური ცხოველი იყო.
გადაცემის წამყვანებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ იმასთან დაკავშირებით, ვისი დამსახურებით რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ისტერიული გვარამია უფრო “მაგარი” როჟა გამოჩნდა, ვიდრე სააკაშვილი. გური სულთანიშვილის თქმით, ეს თავად მიხეილ სააკაშვილს დამსახურებით მოხდა, ხოლო ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია მიიჩნევს, რომ მთელი გადაცემის განმავლობაში ნიკა გვარამიას დამოკიდებულებაში, მანერაში, მიმიკაში, ნიკას საუბრის დროს, საუბრის ტონში იგრძნობოდა, რომ ესაუბრებოდა სააკაშვილს და თან მასზე ღადაობდა.
როგორც ჟურნალისტი შალვა რამიშვილი აღნიშნავს, ის რომ ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილი დაჩაგრა ხდება იმიტომ, რომ გვარამია არის „ექშენში“, დადის დაცვით, სულ ჰგონია რომ ვიღაცა სცემს, დახტის, მდინარეში შედის, ისტერიული კი არის, მაგრამ რაღაცნაირად ჩამოყალიბდა ,,ნაცების“ სექტის ლიდერად, ხოლო სააკაშვილი შორსა, პულსს მოწყვეტილია და სულ ერთი და იგივე ტექსტებით ლაპარაკობს – ,,დიახ მე ჩამოვალ, დიახ მე ვიქნები პირველი, დიახ ჩვენ გავიმარჯვებთ”, რაც მომაბეზრებელი გახდა”.
გური სულთანიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის სახელმწიფოს შენება კომპიუტერული თამაშია და ამ კონტექსტში განიხილავენ სააკაშვილის განცხადებას, რომ საქართველო კულინარიული ზესახელმწიფოა და რომ ტყემლის წარმოებით ქვეყანაში 200-300 მილიონი შემოვა.
გადაცემის დასასრულს წამყვანები ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ უკვე ღიად დაფიქსირდა მესიჯი რა იქნება გამარჯვების შემდეგ – “მიშა ჩამოვა”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები