თბილისში “კამაზის“ ტიპის სატვირთო ასაკოვან ქალს დაეჯახა

თბილისში, საბჭოს მოედანზე „კამაზის“ ტიპის სატვირთო ავტომანქანა ასაკოვან ქალს დაეჯახა.
დაშავებული ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ქვემო კიდურების ტრავმა აღენიშნება.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები