ნინო ბურჯანაძე: თამუნა ბაჩალიაშვილი ჩვენი პარტიის მხარდამჭერი იყო

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მათი პარტიის მხარდამჭერი იყო.

“კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს. უნდა გამოგიტყდეთ, არ ვიცოდი, აღმოჩნდა, რომ ეს ოჯახი ჩვენი ძალიან დიდი მხარდამჭერი იყო. არჩევნებზე თამარის ბებია იმ ზონაში, ანუ ქვემო ფონიჭალაში ჩვენი პარტიის წარმომადგენელი იყო.

თავად თამუნაც ჩვენი პარტიის გულშემატკივარი ყოფილა. ეს რეალურად არ ცვლის ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების ტრაგედიას, მაგრამ კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმაში, რომ გაირკვეს ეს ამბავი”,  – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “ტვპირველის” ეთერში.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი 22 ივნისს იპოვნეს. მანამდე მას 4 დღის მანძილზე ეძებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები