მცხეთის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული ერთერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

“დღევანდელი მონაცემებით, კლინიკაში 46 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რეანიმაციულ განყოფილებაში სამი პაციენტია მოთავსებული. მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია”, – ამის შესახებ მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კრიტიკული პაციენტი ასაკოვანი ქალია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„დღევანდელი მონაცემებით, კლინიკაში 46 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. გუშინ დღის განმავლობაში ხუთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გავწერეთ. ახალი პაციენტი ჯერ არ დაგვმატებია. კლინიკაში რამდენიმე მძიმე პაციენტი გვყავს. სამი ავადმყოფი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. მათგან ერთერთი ასაკოვანი ქალბატონია და მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. გვყავს რამდენიმე საყურადღებო პაციენტი. ჩვენს კლინიკაში ასევე არიან მსუბუქი მდგომარეობის ავადმყოფებიც“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები