მერაბ ქვარაია: უგულავას ზუგდიდში გამარჯვების ისეთივე შანსები აქვს, როგორც ბოკერიას ფოთში და ნათელაშვილს – ნაძალადევში
პარლამენტის წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი, მერაბ ქვარაია „ევროპული საქართველოს” გენერალური მდივნის, გიგი უგულავას ზუგდიდში მაჟორიტარად წარდგენას ეხმაურება.
ქვარაიას თქმით, არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი „ევროპულ საქართველოს” ქვეყნის ყველა რეგიონში დაამარცხებს.
„უგულავას ზუგდიდში გამარჯვების ისეთივე შანსები აქვს, როგორც ბოკერიას ფოთში და ნათელაშვილს – ნაძალადევში. საბოლოოდ, ეს შანსები ნულის ტოლია. ერთ რამეს უგულავა ნაწილობრივ მართალს ამბობს – ბიძინა ივანიშვილმა დაამარცხა ისინი 2012 წელს და მას შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილი დაამარცხებს მათ დღესაც ზუგდიდში, გორში, თბილისსა და ყველგან, მთელს საქართველოში ისევე დამაჯერებლად და თავისუფლად, როგორც – ყველა წინა არჩევნებში, ამაში გასაკვირი არაფერია!”, – აღნიშნავს ქვარაია.