არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილს კვლავ აქვს განცდა, რომ ის არის პოლიტიკური მონოპოლისტი, რეალურად, მისი მონოპოლია 2012 წელს დაიშალა

“აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს კვლავ აქვს განცდა, რომ ის არის პოლიტიკური მონოპოლისტი. რეალურად, მისი მონოპოლია 2012 წელს დაიშალა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, საზოგადოებას საქართველოში ახალი პოლიტიკური კლასი და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტიები სურს – ისეთი, როგორიც „ქართული ოცნებაა“.

„აშკარაა,  მიხეილ სააკაშვილს კვლავ აქვს განცდა, რომ ის არის პოლიტიკური მონოპოლისტი. რეალურად, მისი მონოპოლია 2012 წელს დაიშალა და მისი პოლიტიკური კამპანია არის პოლიტიკური კრახის წინაშე. ამ არჩევნებში კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ საზოგადოებას საქართველოში ახალი პოლიტიკური კლასი და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტიები სურს – ისეთი, როგორიც არის „ქართული ოცნება“. რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებს, ეს არის უკვე წარსული და გასაკვირი არ არის, რომ ეს ოპოზიციურ პარტიებს შორის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს. რაც შეეხება იმას, ვინ უფრო ნათელ მხარეს დგას – ვაშაძე თუ სააკაშვილი, ამის შეფასება საზოგადოებას არ გაუჭირდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ერთერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა – “ფაქტია, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა”.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში “ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა – “ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე!”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები