რა კავშირშია ბინ ზაედი, სააკაშვილი, “გალფი” და 2020 წლის არჩევნები – ნარკოტრაფიკი და დანაშაულებრივი სქემის დეტალები

ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი და აბუდაბის საამიროს მმართველია. აბუ-დაბის ამირას თანამდებობა მან მამის, ზააიდ ბინ სულთან ალ ნაჰაიანის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო. მომდევნო დღეს  ის არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი გახდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით ალ ნაჰაიანების საგვარეულო ქონება 150 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება. სწორედ ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანის ინტერესები დგას  საქართველოში ბევრი პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესის უკან ჯერ ირაკლი კაკაბაძის განმარტებით: ,,ამ ადამიანს უკვე საკმაოდ დიდი   ხანია, ინტერესები აქვს საქართველოში და ის დიდ ფულსაც დებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში“.
კარგა ხანია, პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე ღიად, ხოლო სხვა ქართველი პოლიტიკოსები კულუარულად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აბუდაბის პრინცის აქტივობა საქართველოში 2001 წელს უკავშირდება, როდესაც   ,,ისლამური იმირატებისთვის“ სამხრეთი-ჩრდილოეთის მარშრუტის გაკვეთა დაიწყო. ამ ჯგუფს თავის დროზე კარგად ცნობილი რუსი ოლიგარქი, ბორის ბერეზოვსკი ეხმარებოდა, რომელიც საქართველოში “ელენინის” სახელით დადიოდა. 2001-3003 წლებში ბინ ზაედის ჯგუფმა საქართველოში სერიოზული გავლენის მოპოვება  სცადა,  რათა ხოფადან რუსეთის საზღვრისაკენ ვაჰაბიტური ჯგუფებისათვის საჭირო რელიგიური, ექსტრემისტული ლიტერატურა  და იარაღის მოხმარებს ინსტრუქციები წაეღოთ. ეს იარაღი ჩრდილოეთის საზღვარზე საქართველოს გავლით გადადიოდა და მერე ნაწილებოდა  ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე – ყაზახეთზე, ყირგიზეთზე, ტაჯიკეთსა და  სხვა ტერიტორიებზე – ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა მალაიზია, ფილიპინები, ინდონეზია და ასე შემდეგ.

ირაკლი კაკაბაძე:

-2004 წლიდან ბინ ზაედის დაჯგუფებას საქართველოს ტერიტორიაზე დაუპირისპირდა პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას ჯგუფი, რომელიც აგრეთვე იარაღის ტრანსპორტირებისა და გაყიდვის ტრანსნაციონალურ ჯგუფს წარმოადგენს  (,,ბუტის ჯგუფს”). იმხანად, დროებით, ეს ბრძოლა ალასანიას გუნდის გამარჯვებით დასრულდა. 2004-2009 წლებში საქართველოში ბინ ზაედის ჯგუფის გავლენა მართლაც  შემცირდა, რადგანაც იარაღის გადაზიდვასა და გაყიდვას თემას თემურ ალასანია აკონტროლებდა. 2009 წლის ზაფხულში ბინ ზაედმა, მისმა მეგობრებმა – ბორის ბერეზოვსკიმ და ალექსანდრე გოლდფარბმა  მიიღეს ცნობილი გადაწყვეტილება, რომლითაც ლევან გაჩეჩილაძისა და დავით გამყრელიძის შეხვედრა კახა თარგამაძესთან ფირზე გადაიღეს და “იუთუბზე” დადეს. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ბერეზოვკი და ბინ ზაედი ალიანსს კრავდნენ  მიხეილ სააკაშვილთან. ამ პროცესის შუამავალი მაშინ გივი თარგამაძე და იმდროინდელი ძალოვანების მაღალჩინოვნების მთელი  კასკადი იყო:  კეზერაშვილი,  უდესიანი და ბევრი სხვა, საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი სახელი.  მალევე შუამავლებსა და ძალოვან მაღალჩინოსნებთან ერთად  ბინ ზაედისა და ბერეზოვსკის ჯგუფმა არაერთი სტრუქტურა შექმნა საქართველოში, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციებს უნდა დახმარებოდა.

ბინ ზაედის ჯგუფს საკმაოდ  ძლიერი ლობისტური ჯგუფები ჰყავდა დაქირავებული დასავლეთში. მათი ინტერესის მთავარი სფერო საქართველოში სახელისუფლო პროცესების მართვა იყო, რათა მისი თანხების არალეგალურ ბრუნვას ქვეყანაში საფრთხე არ შექმნოდა.

2010 წლიდან ბინ ზაედის ოჯახის ფინანსები  ფიგურირებს ნავთობის გაყიდვის კომპანია ,,გალფის” უკანაც.

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე ,,კვირასთან საუბარში აცხადებს:

–  2013 წლიდან ბინ ზაედის ჯგუფი  საქართველოში დროდადრო ააქტიურებს  ბრძოლას საკუთარი ინტერესების დასაცავად. ახლა განზრახული აქვს  2020 წელს საქართველოს ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით. ამის მიზეზი ის არის, რომ მათ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერაფრით დაითანხმეს ტერორისტებისათვის იარაღის გზის გახსნაზე. ამ გაუგებრობას მოჰყვა შეუთანხმებლობა რამდენიმე საკითხზე და 2018 წლიდან ბინ ზაედის ჯგუფმა დაიწყო მილიონობით დოლარის ,,ინვესტირება” საქართველოში ,,პოლიტიკური რეჟიმის” შესაცვლელად. ვინც ვაშინგტონისა და ბრიუსელის რეალობას, მეტნაკლებად, კარგად იცნობს,  ყველა დამეთანხმება ამაში, რასაც ახლა ვამბობ. ლობისტური ორგანიზაციების საშუალებით, რაშიც ბინ ზაედი მილიონობთ დოლარს იხდის, ფული გადადის დაქირავებული პოლიტიკოსების PAC-ების ანგარიშებზე, შემდგომში კი ეს პოლიტიკოსები ზაედის ნებისმიერ დაკვეთას ასრულებენ.

-ბატონო ირაკლი, თქვენი განცხადებები სკანდალურია. გაქვთ რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი ბინ ზაედის ინტერესების შესახებ საქართველოში?

-მაიკლ მური თავის ფილმებში კარგად აჩვენებს, თუ რა გავლენა აქვს არაბულ ფულს ამერიკულ და საერთოდ დასავლურ პოლიტიკაზე. აქედან გამომდინარე, ბინ ზაედის გავლენა სენატზეც და წარმომადგენელთა პალატაზეც საკმაოდ დიდია. ლიბერალურ სამყაროში არ არის უცხო პოლიტიკოსების ოფიციალურად მოყიდვის მექანიზმი – ამას უწოდებენ ლობისტურ საქმიანობას. ამ შემთხვევაში, ვინ არის ბინ ზაედის ოჯახის ქართველი მოკავშირეები, ძალზე რთული სათქმელია. ერთი რამის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება:

 აბუ დაბის შეიხი ბინ ზაედ ნაჰიანი დღემდე  შეუფერხებლად ახორციელებდა იარაღის კონტრაბანდას აღმოსავლურ ქვეყნებში საქართველოს გავლით. ფულის გარეცხვას აქამდე კომპანია ,,გალფის” საშუალებით  საქართველოდან გაქცეული სააკაშვილის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი ახორციელებდა. იარაღის გაყიდვისგან მიღებული თანხების გადანაწილებას კი საქართველოში გია უდესიანი ხელმძღვანლობდა.  “გალფის” შემოსავლის ნაწილი აფინანსებდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას საქართველოს პარლამენტის წინ, ამავე შემოსავლებით  ფინანსდება რამდენიმე  ,,ოპოზიციურ ტელევიზია”   ,ენჯოე სექტორის” “ნაციონალური მოძრაობისადმი” ლოიალურად განწყობილი ფრთა.  კეზერაშვილი აფინანსებს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტორიტეტის დამაკნინებელ აქციებს, აფინანსებს აჯანყებას სახელმწიფოს წინააღმდეგ 2020 წელს. იარაღის, ნარკოტიკებისა და ტრეფიკინგის მარშრუტი კი ასე გამოიყურება:  აბუ დაბი – ხოფა – საქართველო – სომხეთი- საქართველო – რუსეთი – ყაზახეთი – შუა აზია. იარაღის, ნარკოტიკებისა და ადამიანების  მთავარი გადამყიდველი და მეთვალყურე საქართველოში დავით ზვიადაურია,  გამტარი კომპანია Caucasus Trans Logistics LTD. Tbilisi, Vaso Godziashvili street V, Blind Alley, N13,  კომპანიის დირექტორი კი ბ. ბექაური. გამყიდველი ორგანიზაცია CTL LLC Poti Free Industrial Zone; Smart Office Internal N IB – 7T/372 4400 Poti / Georgia Company ID 415102882 Licence N 375/GT/1B-7T/372/2018 .

 ვინ და რატომ ემუქრებოდა ლიკვიდაციით რეჟისორ ირაკლი გოგიას, აფხაზ მსახიობ მართა წვიჟბასა და  ქართულ-აფხაზურ სახალხო დიპოლომატიას?

საქართველოს უსაფრთხოების სამსახური დიდი ხანია, ყურადღებით ადევნებს თვალს ენგურზე არსებულ კონტრაბანდის ,,შავი ხვრელის” არალეგალურ საქმიანობას, რომელიც სათავისოდ სარგებლობდა შექმნილი სტატუს კვოთი და აფხაზეთის გაყინული კონფლიქტით. ამ ,,შავი ხვრელის” გამოყენებით ენგურის ხიდის გადაღმა და გადმოღმა ხდება არამარტო იარაღის, ნარკოტიკებისა და ტრეფიკინგის მსხვეპრლი ქალების ტრანსპორტირება აფხაზეთისა და საქართველოს გავლით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გარდა ამისა,  საქართველოსა და რუსეთს შორის იცვლება და საღდება არაოფიციალური  საქონელი.

ენგურის ხიდზე ყოველთვიურად ათეულობით მილიონის საქონელი მოძრაობს და ეს უკვე დიდი ეკონომიკური ჰაბია სხვადასხვა ქვეყნის დამნაშავეებისათვის, რომლებსაც მოკავშირეები ჰყავთ როგორც საქართველოს, ასევე – რუსეთისა და სხვა ქვეყანათა ხელისუფლებებში.

,,შავი ხვრელის” წარმომადგენლები აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ,,საერთაშორისო ორგანიზაციათა“ სტრუქტურებს. ,,კვირის” ინფორმატორი ამტკიცებს, რომ ამ სქემაში ჩართული კრიმინალური ჯგუფები რამდენიმე ასეულ მილიონი ამერიკული დოლარის მოგებას იღებენ.  ბინ ზაედის აქამდე კონტროლირებად  გზაზე დიდი თანხები გენერირდება და, რაც მთავარია, საფუძველი ეყრება რამდენიმე ტერორისტული სახელმწიფოს არსებობას საქართველოს უშუალო სამეზობლოში.

და მაინც, რატომ უნდა დამუქრებოდა ბინ ზაედის მაფია ქართულ-აფხაზურ  სამშვიდობო პროცესს?

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ვიდრე ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები ჩიხში იქნება, ბინ ზაედი და მისი დაჯგუფება მშვიდად იმუშავებდა რუხის ხიდის ორსავე მხარეს. პოლიტიკური კლიმატის დათბობა, თუნდაც – სახალხო დიპლომატიის დონეზე, დიდ საფრთხეს წარმოადგენდა  დანაშაულებრივი ჯგუფისათვის. ,,შავი ხვრელის” წევრებმა არაერთხელ სცადეს,  ხელი შეეშალათ რეჟისორ ირაკლი გოგიასთვის, გიორგი გასვიანისა და მისი კოლეგებისათვის, რომლებიც სახალხო დიპლომატიის გზით ცდილობდნენ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დათბობას.  ბინ ზაედსა და ,,მაფიას” ქართველ აქტივისტთა ინიციატივები ,,ყელში ამოუვიდათ“ და აშკარა მუქარასა და შანტაჟს მიმართეს.  დამნაშავეთა ჯგუფი აქტიურად იყენებდა შვეიცარიული რელიგიური ორგანიზაცია ,,ჰექს-ეპერის” არალეგალურ ფინანსურ ხაზს, რომელსაც ,,შავი ხვრელი” ფულის ნაკადების გადასაგზავნად იყენებდა დე ფაქტო ხელისუფლების იმ წევრებისთვის, რომლებიც ამ ეკონომიკურ ურთიერთობებში იყვნენ ჩაბმული.

,,შავი ხვრელის“ შეუფერხებელ საქმიანობას ყველა ქვეყანაში პოლიტიკური მფარველები სჭირდებოდა. ვინ მფარველობს საქართველოს ხელისუფლებიდან იარაღის, ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის ტრაფიკს?   ,,კვირის” წყარო თანამშომლობს  ძალიან ცნობილ პოლიტიკურ ,,დილერთან” საქართველოში, რომელსაც დაახლოებული პირები, პირობითად, “სურამელ პუჭურ ჩაიხანას” უწოდებენ. მას საუკეთესო კონტაქტები აქვს როგორც საქართველოში, ისე – სომხეთში.  პუჭურ ჩაიხანას ცნობით, ირაკლი გოგიამ და მართა ცვიჟბამ ეგრეთ წოდებული ქართულ-აფხაზური საზღვრის არაერთგზისი კვეთისას აღმოაჩინეს ბინ ზაედის ,,შავი ხვრელი” და ამ საეჭვო ტრაფიკის საქმიანობით დაინტერესდნენ. ზაედის დაჯგუფებას ზედმეტი ხმაური არ აწყობდა და საქართველოში ,,შავი ხვრელის” ერთერთი მთავარ პროტაგონისტს, დავით ზვიადაურს დაავალეს რეჟისორისა და მსახიობის ლიკვიდაცია (საბედნიეროდ, ეს პოერაცია ჩაიშალა). დავით ზვიადაურსვე  ებარა  ბინ ზაედის მაფიის საქონლის ტრანსპორტირების უსაფრთხოება საქართველოში, რომლის მიზანიც  არალეგალური საქონლით ვაჭრობა  და ლეგალურ საქონელზე ფასების დაგდება. “პუჭურ ჩაიხანასვე” ცნობებით, იარაღით მოვაჭრე მაფიის მთავარი მიზანი იყო არალეგალური სუბსტანციებით ვაჭრობითა და ტრეფიკინგის ,,დიდი ტრასის“ გახსნით სოლიდური შემოსავლის მიღება.  პუჭურ ჩაიხანა პირდაპირ ასახელებს იმ კომპანიას, რომელიც ამ სიტუაციაში მხარს უჭერდა არალეგალურ ვაჭრობას – ეს კომპანია იყო: Caucasus Trans Logistics LTD. Tbilisi, Vaso Godziashvili street V, Blind Alley, N13 * კომპანიის დირექტორი ბ. ბექაური * გამყიდველი ორგანიზაცია CTL LLC Poti Free Industrial Zone; Smart Office Internal N IB – 7T/372 4400 Poti / Georgia Company ID 415102882 Licence N 375/GT/1B-7T/372/2018

რატომ დაემუქრა ბინ ზაედის საქმიანობას საფრთხე საქართველოში?

ჯერ კიდევ მიხეილ  სააკაშვილის დროიდან  ბინ ზაედის კრიმინალური  სატრანზიტო ტრასა საქართველოში შეუფერხებლად მუშაობდა. ამ ,,გზას“  მილიარდები მოჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებისთვის, რომელსაც  ,,კუს ტბის კანტორა” ზედამხედველობდა.

მოგვიანებით, კრიმინალური სატრანზიტო გზის ერთერთ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა,  ახალმა ხელისუფლებამ კი გადაწყვიტა, გადაეკეტა ბინ ზაედის მაფიის კარგად აწყობილი ,,ბიზნესი“,, რომელსაც მილიარდობით დოლარი მოჰქონდა არა მხოლოდ ბინ ზაედისთვის, არამედ – გზაზე არსებული ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მთავრობისთვის, რომლის  ,,ობშიაკის“ დიდი ნაწილიც სწორედ ზაედის კრიმინალური ორგანიზაციიდან ივსებოდა. სწორედ ამიტომ იყო, როდესაც  უდესიანის ,,ოქროს ხაზს“ (რომელიც ბევრ ივენთსა და საჭირო ღონისძიებას აფინანსებდა, მათ შორის, ქართველ ემიგრანტთა შეხვედრებს საზღვარგარეთ, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად) საფრთხე დაემუქრა, ის  პუჭურ ჩაიხანას მიადგა: ,,მე და ჩემი მეგობრები მის ენაზე ვერ ვსაუბრობთ”, – ამბობს ,,კვირასთან საუბრისას “პუჭურ ჩაიხანა”, რომელსაც როგორც “ნაცების”, ისე  “ქოცების” მთავრობაშიც ბევრი პოლიტიკოსი მეგობარი ჰყავს.  ,,პუჭურ ჩაიხანა”  ძველი სტილის ,,დამლაგებელია”, ის არავის შეუმჩნევია ტრეფიკინგში, წამალისა და იარაღის გაყიდვაში.  ბინ ზაედი კი ფიქრობს, რომ რასაც ცოტა ფული ვერ ყიდულობს, იმას დიდი ფული აუცილებლად  იყიდის.

– ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ რაღაცეები საერთოდ არ იყიდება. ამ რაღაცას ჰქვია ადამიანის პიროვნული ღირსება, პატიოსნება, სინდისი და ნამუსი. დიახ, პატიოსანი ადამიანების სინდისსა და ნამუსს ვერაფერი იყიდის”, – ამბობს ,,კვირასთან“ საუბრისას  “პუჭურ ჩაიხანა”, – ჩვენთან შემთხვევით რომ არ მოსულიყო ბატონი ,,კუს ტბა” და თავისი პირით არ დაეფრქვა, რომ სურდა მცირედი კორუფციული სქემის ასაწყობად საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან სიტუაციის ,,დალაგება“,   ჩვენც და ბევრი სხვაც ამის შესახებ ვერასდროს გავიგებდით და გაოგნებული ვიქნებოდით მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახარჯული მილიონების წარმომავლობით, რომლის მეშვეობითაც, თითქოს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ,,აღშფოთებულ ემიგრაციას” კრებენ”, -ამბობს ,,კვირასთან” საუბრისას “პუჭურ ჩაიხანა”.

 

ია დანელია

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები