ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე ერთერთი თვითმხილველი გამოიკითხა

ვაკე-საბურთალოს პოლიციის შენობაში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე ერთერთი თვითმხილველი, ზუკა აბაშიძე გამოიკითხა. მისი გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

როგორც მისმა ადვოკატმა, არჩილ შაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის, თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, მომხდარის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

“ჩვენ გამოძიებას მივაწოდეთ ინფორმაცია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ”, – განაცხადა შაბაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ზურაბ ჟვანიას ძმის, გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, მსუბუქად დაჭრილია ბრალდებული ბუსა ჟვანიაც, რომელსაც ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიღებული და კლინიკაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები