თბილისში გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს

თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. დაჭრილი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც გოგი თოფაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილიშვილის მდგომარეობა მძიმეა.

„არ მინახავს დილის 05:00 საათის მერე. მძიმე მდგომარეობაშია, არ ვიცი. ჩემი შვილიშვილის სამმა მეგობარმა იქეიფა რესტორანში. საკმაოდ გვიან მოვიდნენ სახლში. შაბათი დღე იყო“,- განაცხადა გოგი თოფაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც ასევე ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები