„ახლა ეს ლეკის ჯარი გვიდგას პირისპირ და ვნახოთ, ჩვენი ღმერთი და შენი წმინდა ლოცვა რას გვიზამს“

ეროვნული არქივი  პატრიარქის, ანტონ პირველისადმი მიწერილ, ერეკლე მეფის წერილს (ავტოგრაფს) აქვეყნებს.
„ვიცი, ბატონისშვილო, ჩვენს ამბავს მიხსენებთ. თქვენ რაღაც უგუნებობა რომ გჭირდათ და თქვენ რომ მორჩით, მასუკან ერთი ძნელი ყელისტკივილი სიცხიანი და მჭვლიანი ამიტყდა და დიაღ, შემაწუხა, შენ ნუ მომიკვდები, და შენის მადლით ძლივ გამოუძვერ. ახლა ეს ლეკის ჯარი გვიდგას პირისპირ და ვნახოთ ჩვენი ღმერთი და შენი წმინდა ლოცვა რას გვიზამს“.

1750 წელი, 16 ოქტომბერი. ერეკლე მეფის წერილი პატრიარქს, ანტონ I-ს. ავტოგრაფი.

ცნობისათვის: 2020 წელს 300 წელი სრულდება როგორც ერეკლე მეფის, ისე ანტონ კათალიკოსის დაბადებიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები