„დიოგენე – 2020″ – საზეიმო დახურვის ცერემონიალი

31 ივლისს, 19:00 საათზე, „კინოს სახლის“ წითელ დარბაზში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტფესტივალის, „დიოგენე 2020“-ის საზეიმო დახურვის ცერემონიალი გაიმართება.  
საქართველოს კინოაკადემიის ინფორმაციით, გამარჯვებულებისთვის  დიპლომებისა და პრიზების გადაცემის შემდეგ, მაყურებელს გამარჯვებული ფილმების ნახვის შესაძლებლობა ექნება.
„კოვიდ-19“-ის გავრცელების საშიშროების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ ვიცავთ სანიტარულ ნორმებს; ამასთან დაკავშირებით აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა და სანიტარული ნიღბების ხმარება“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
მის: თბილისი, ძმები კაკაბაძეების №2. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები