„ილიაობის“ დღესასწაული საგურამოში

2 აგვისტოს, ილია ჭავჭვაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის” დღესასწაული გაიმართება.

„ილიაობა” ის დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაც ილიას ძალიან უყვარდა. დიდი ზეიმი და სტუმრიანობა იმართებოდა საგურამოს სახლში. საქართველოს კუთხეებიდან ჩამოსულ სტუმარს ეზო ვეღარ იტევდა.

ილიას სახლის ეზო კვლავაც ღიაა და მასპინძლობს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსულ სტუმარს. უკვე ტრადიციად ქცეული ფორმატით, 2020 წლის 2 აგვისტოს მასპინძელი რაჭა-ლეჩხუმის მხარე იქნება. „ილიაობას” საგურამოში წარმოგიდგენთ რაჭულ კულტურას – ფოლკლორს, პოეზიას, მხატვრობას“, – აცხადებენ ილია ჭავჭვაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში.

„ილიაობის” დღესასწაული 2014 წელს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ანდრო ბედუკაძის ინიციატივით აღდგა. განახლებული ფორმატის მიხედვით ყოველი წლის 2 აგვისტოს, “ილიაობის” მასპინძლები საგურამოში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული კუთხეები ხდებიან. ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და ილიას სახლი სრულიად საქართველოს სახლია.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები