„კლასიკური მუსიკის მოყვარულ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს ვიწვევთ ფესტივალის გახსნაზე“

პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და კლასიკური მუსიკის მოყვარულ, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს დღეს, 31 ივლისს, ფესტივალის გახსნაზე ეპატიჟება:
„ყურადღება!  თუ გყავთ გარშემო კლასიკური მუსიკის მოყვარული 60 წელს გადაცილებული ადამიანები, დედები, მამები, ბებიები, მეზობლები, შეატყობინეთ, რომ კომპანია Gulf Georia და ჩვენი მეგობრის ნინჩო ჯიბლაძის თანადგომით, დღეს ვიწვევთ ფესტივალის გახსნაზე. სცენაზეა გიორგი გიგაშვილი მეგობრებთან – გიორგი მარდალეიშვილთან, ნანუკა გოლიაძესთან და ანნა ჭანიასთან ერთად.
მოწვეულ სტუმრებს თბილისის მერიის მხარდაჭერით ასევე, მოემსახურებათ უფასო ავტობუსი.
18:45-ზე ავტობუსი იდგება ბაგებში, კუს ტბის ასახვევის აპირისპირო მხარეს, რესტორან „წისქვილთან”. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონცეპტArt-ის მენეჯერს ნუცას: 592 888 852.
ასე რომ, გიწვევთ“, – წერს თეონა ჯორბენაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები