საქართველო ევროკავშირის “უსაფრთხო ქვეყნების” განახლებულ სიაში კვლავ მოხვდა

ევროკავშირის საბჭომ იმ “უსაფრთხო ქვეყნების” სიას გადახედა, რომლის მოქალაქეებს შენგენის ზონაში მოხვედრის შესაძლებლობა აქვთ.

გადაწყვეტილების თანახმად, სიაში ახალი ქვეყნები არ ჩაუმატებით, თუმცა პირიქით, ალჟირი ამოშალეს.

ამრიგად, 31 ივლისიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიეცათ რეკომენდაცია, გაუხსნან საზღვრები 12 ქვეყნის მოქალაქეებს.

ესენია: ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი, ასევე, ჩინეთი – ორმხრივი გადაწყვეტილების პირობის შესრულების სანაცვლოდ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები